„ქართული ოცნების“ მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 3-დან 1 წლამდე შეამცირა.
„ოცნების“ მთავრობის 2 აპრილის დადგენილების თანახმად:
„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.
უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე“.
მთავრობის 1 წლის წინანდელ, 2024 წლის 23 აპრილის დადგენილებაში ეწერა, რომ „უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება“.