„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილეს ეხმაურება.
„დღეს ქართული ოცნების დაარსებიდან 10წელი გავიდა. ბატონო ბიძინა, ჯერ მადლობა და მერე ბოდიში.მადლობა იმისთვის, რომ ქვეყნის გადარჩენას ჩაუყარე საფუძველი და ბოდიში იმისთვის,რომ ჯერ კიდევ ყველა ვერ მიხვდა რა გაუკეთეთ ერს და რის ფასად.“ – წერს ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში.
პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობის 10 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.