„ქართული ოცნების“ დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი „ნოდარ მელაძის შაბათის“ დღევანდელი გამოშვების ანონსს ეხმაურება. დეპუტატი არხის ეთერში გასულ მასალას „ცილისმწამებლირ ბრალდებებს“ უწოდებს და ამბის საკუთარ ვერსიას აქვეყნებს.
„სინამდვილე კი არის ასეთი: მოქალაქე აპირებს წასვლას ერთ-ერთ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით. მომმართა თხოვნით, რომ გამერკვია, არის თუ არა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, ვინც სამუშაო ვიზიტით გადის ქვეყნიდან. მივწერე მინისტრს კითხვით, რაზეც მივიღე პასუხი, რომ არსებული პროგრამით, აღნიშნული მოქალაქე ასაკობრივ კატეგორიას ვერ აკმაყოფილებს. რა არის ამაში უკანონო ან სკანდალური?“, – აცხადებს ობოლაშვილი
მისივე თქმით, თავად როგორც თეპუტატი თავს ვალდებულებად თვლის, არათუ მოქალაქეებს დაეხმაროს, არამედ ხშირ შემთხვევაში უშუამდგომლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
„როგორც ჩანს “ობიექტურ და პასუხისმგებლიან მედიას” ეს ვალდებულებები ან სხვანაირად ესმის ან მიზნად აქვს ყველას მიაყენოს რეპუტაციული ზიანი“, – აცხადებს დეპუტატი.
დღეს, 27 მარტს „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, სავარაუდოდ ანტონ ობოლაშვილი ჯანდაცვის მინისტრს სწერს და კონკრეტულ მოქალაქეზე, რომელსაც აცრის სურვილი აქვს, ეკითხება, შეძლებს თუ არა მისი „დამისამართებას“.
ტიკარაძემ ჟურნალისტს უპასუხა, რომ ეს იყო რიგითი კონსულტაცია. მისივე თქმით, მინისტრმა პანდემიის დროს ნებისმიერი ადამიანის კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. სიუჟეტში ობოლაშვილი ინფორმაციას მიმოწერის შესახებ უარყოფს.
ამავე სიუჟეტში იმ პირის კომენტარიც გავიდა, ვისზეც, სავარაუდოდ, ანტონ ობოლაშვილი მინისტრს სწერდა. მოქალაქე ამბობს, რომ ყველა არხით ციდლობდა იმის გარკვევას, ეკუთვნოდა თუ არა აცრა და რომ დეპუტატი არაფერ შუაშია.