ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ოცნების“ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ „საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმდინარეობას და ამ კუთხით ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ ბოლო წლებში გაწეულ ძალისხმევას“.
შეხვედრას დაესწრო ლაშა ხუციშვილის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც.