„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას ახალგზარდებთან დაკავშირებით, რომელიც პრინციპში, სხვა არფერია თუ არა განტევების ვაცის ძიება გაბრაზებული ხელისუფლების მხრიდან და რეპრესიების დაწყება, ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ რიგში „საქართველოს უნივერსიტეტზე“ და მერე „თავისუფელ უნივერსიტეტზე“ თავდასხმით „ქართული ოცნება“ ცდილობს კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს“,- ამის შესახებ დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ხატია დეკანოიძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
„ეს შეტევა მიზნად ისახავს სწორედ ამ თავისუფალი ადამაინების გაქრობას ამ ქვეყანაში, მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, რომ გამოიჩინონ სოლიდარობა ამ ორ უნივერსიტეტთან მიმართებაში, იმიტომ რომ თუ დღეს ჩვენ გავჩუმდებით ხვალ ყველა უნივეერსიტეტს მიადგება ეს ხელსუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება არის გაბრაზებული და ყველგან ეძებს მიზეზებს იმისათვის, რომ ვიღაცეები დასაჯოს, გარდა საკუთარი პორბლემებისა.
ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ არ ახდენს რეფლექსიას საკუთარ შეცდომებზე, პირიქით გადასულია რეპრესიებზე, ამიტომ არ შეიძლება ყურადღების მიღმა დატოვება ამ საკითხის, სადაც ცალსახად და ნათლად ჩენს „ქართული ოცნების“ შურისძიების, თავისუფალი სივრცეების შეზღუდვის სურვილი“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კაბახიძემ განაცხადა, რომ გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, „რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა.“
„ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.“ – განაცხადა კაბახიძემ.