„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიხეილ სარჯველაძის ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მორიგი შედეგები წარადგინეს.
პარტიის ცნობით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარია 3 პროცენტი.
შეკითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები ასე განაწილდა:
ქართული ოცნება 47,4%
ნაციონალური მოძრაობა 25,2%
გირჩი – მეტი თავისუფლება 4,9%
საქართველოსთვის 4,7%
მოქალაქეები 3,2%
ლელო 2,4%
პატრიოტთა ალიანსი 1,9%
ევროპული საქართველო 1,8%
სტრატეგია აღმაშენებელი 1,7%
გირჩი 1,1%
ლეიბორისტული პარტია 0,7%
ერთიანი საქართველო 0,7%
სხვა პარტიები 4,3%
„ოცნების“ ცნობით, ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
- „ქართული ოცნება“- 22 მანდატი
- „ნაციონალური მოძრაობა“- 12 მანდატი
- „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“- 2-2 მანდატი
კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე 60,1%
ნიკანორ მელია 29,2%
სხვა კანდიდატები 10,7%