„ოცნების“ კვლევის მიხედვით, რუსთავში მერის და საკრებულოს არჩევნებშიც „ოცნება“ ლიდერობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის მორიგი სოციოლოგიური კვლევა გაასაჯაროვა.

მისი ინფორმაციით, პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა ჩაატარა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.

„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

„ოცნება“ 49.7%

ენმ 33.6%

პატრიოტთა ალიანსი 3.5%

საქართველოსთვის 3.3%

გირჩი – მეტი თავისუფლება 2.7%

ლელო 1.8%

ლეიბორისტები 1.2%

სხვა პარტიები (-1%) 4.2%

პარტიის დასკვნით, რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო საკრებულოში „ოცნებას“ 23 მანდატი ექნება, ენმ-ს 10, პატრიოტთა ალიანსსა და გიორგი გახარიას პარტიას 1-1.

კითხვაზე – „ხვალ რომ რუსთავის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) 53,5%

დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) 36,8%

ბექა ლილუაშვილი (საქართველოსთვის) 3,6%

თორნიკე არევაძე (პატრიოტთა ალიანსი) 2,6%

სხვა კანდიდატები 3,5%