მმართველი პარტიის ლიდერები და წევრები საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ „ოჯახის სიწმინდის დღეს” შეუერთდნენ.
ადგილზე არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი ირაკლი ქარსელაძე, ვიქტორ სანიკიძე და სხვები.
საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა. 1 წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ეხებოდა.
„ოჯახის სიწმინდის დღე” თავისი არსით ჰომოფობიური ხასიათისაა.
წინა წლებში საპატრიარქოს მსვლელობაში ხელისუფლების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ.
მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან, ქაშვეთის ტაძრიდან დაიწყება და სამებაში დასრულდება.