„ოცნების“ მორიგი კვლევით, ბათუმის საკრებულოსა და მერის არჩევნებში „ქართული ოცნება“ იგებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

„ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 17 სექტემბრის ფარგლებში ჩატარდა. გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, რომელთაგან ფავორიტი პარტია 89.7%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი 3%-ია.

შეკითხვაზე, ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას?

  • „ქართული ოცნება“ – 49.2%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 29.8%
  • „საქართველოსთვის“ – 4.1%
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2.8%
  • „ლელო“ – 2.1%
  • „პატრიოტები“ – 1.9%
  • „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1.2%
  • „მოქალაქეები“ – 1.2%
  • „ლეიბორისტები“ – 1.1%
  • ევროპული საქართველო – 1.1%
  • „გირჩი“ – 0.6%
  • სხვა პარტიები – 4.9%

პაპუაშვილის თქმით, რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 7-ვე კანდიდატი იგებს არჩევნებს.

ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, ბათუმის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება: „ოცნება“ – 24 მანდატი, ენმ – 10 მანდატი, „საქართველოსთვის“ – 1 მანდატი.

შეკითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

  • არჩილ ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 54.1%
  • გიორგი კირთაძე („ნაციონალური მოძრაობა“) 30.6%
  • ირაკლი მიქელაძე („საქართველოსთვის“) 4.6%
  • გიორგი ფუტკარაძე („გირჩი – მეტი თავისუფლება“) 2.1%
  • ბონდო გუგულაძე („პატრიოტთა ალიანსი“) 1.9%
  • კახაბერ ცისკარიძე („დამოუკიდებელი კანდიდატი“) 1.2%
  • სხვა კანდიდატები 5.5%

მმართველი გუნდის პროგნოზით, არჩილ ჩიქოვანი პირველივე ტურში იმარჯვებს.