„ქართული ოცნების“ მთავრობა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულად ჯილდოებს გადასცემს.
ადმინისტრაციის ცნობით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის – 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – 300 ათასი ლარი იქნება.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ.