„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის 2 569 048 ლარი გამოეყო

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება, კერძოდ:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 1 228 062 ლარი გამოეყოფა;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 794 968 ლარი;
  • ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 546 018 ლარი.

თებერვალში გურიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილი გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი, არ იყო გზა, ასევე შუქი და გაზი. ზოგიერთ ოჯახს სახლი დაენგრა. მოსახლეობის დასახმარებლად თბილიდან და სხვა რეგიონებიდან გურიაში მოხალისეები ჩავიდნენ, რომლებიც მოსახლეობას მედიკამენტებითა და საკვებით ეხმარებოდნენშეიქმნა სპეციალური ფონდებიც. შსს-ს ცნობით, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო ტექნიკა, ასევე თავდაცვის ძალები.