„ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „პირველის” მიკროფონი დააზიანა. მომხდარზე ტელეკომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. მომხდარის ამსახველ კადრებს ტელეკომპანია ავრცელებს.
დღეს თბილისში 5 საათზე თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის ორგანიზებით აქცია გაიმართება. „ქართული ოცნების” განმარტებით, აქცია საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიებაა. „ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე შეიკრიბება იმისთვის, რომ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ხალხის ძალა ბოროტების დასამარცხებლად”, – განაცხადა კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
აქციაზე მონაწილეები პარტიამ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. ტრანსპორტირებაზე იზრუნა მმართველმა პარტიამ და მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე პარტიის მიერ დაფინანსდა „კვების ფული”.