„ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით დაუჭირა მხარი 14 წლამდელთა შესახებ კანონპროექტს

პუბლიკა

„ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

„კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეიმუშავეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა გადამისამართებას რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, სადაც დაიგეგმება არასრულწლოვანთა ჩართვა სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში.

ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში“.

„შემაშფოთებელია აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ”, – ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები „კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე არასრულწლოვანების“ შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს მიდგომები გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა – რეაბილიტაციას.