„ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით დაუჭირა მხარი ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ანტიკორუფციული ბიუროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმებას.

ამ ორი სამსახურის ფუნქციები აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, „ოცნების“ პარლამენტმა 25 ნოემბერს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას.

როგორც „ოცნება“ აცხადებს, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს „მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან.“

„სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.