„ოცნების" საგარეო აცხადებს, რომ ევროკომისიას ანგარიში „გუშინ, დადგენილ ვადაში მიეწოდა" 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკომისიას ანგარიში „გუშინ, დადგენილ ვადაში მიეწოდა“.

რა ნაბიჯები გადაიდგა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების საპასუხოდ და ან როგორ აპირებს „ქართული ოცნება” რეკომენდაციების შესრულებას, უცნობია. ანგარიშის შინაარსზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს.

ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს.

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

წერილი, რომელშიც 8 რეკომენდაციაა, ევროკომისიამ მაკა ბოჭორიშვილს 2025 წლის ივლისში გამოუგზავნა.

წერილი 8 რეკომენდაციას მოიცავს, მათ შორის: მოთხოვნილია, დაცული იყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

ასევე, მოთხოვნილია ნებისმიერი იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, წერილში აღნიშნულია პირველი რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი.

წერილში ხაზგასმულია, რომ უნდა გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრაგეგია და სამოქმედო გეგმა,

ევროკავშირი „ოცნებისგან” მოითხოვს, მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, ასევე, ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ და გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ასევე, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს შეუსაბამოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ.

„ქართული ოცნება” ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ საჯარო კომენტარებში პროპაგანდისტულ ნარატივებს ავრცელებდა, თითქოს ევროკავშირი საქართველოსგან ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ „ოჯახური ღირებულებების დათმობას ითხოვს”.