„ოცნების“ სუსის უფროსს, მამუკა მდინარაძეს 4 ახალი მოადგილე ჰყავს 

პუბლიკა

„ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს 4 ახალი მოადგილე ჰყავს.

მამუკა მდინარაძის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა.

სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.

3 სექტემბრიდან „ოცნების” სუსის უფროსად მამუკა მდინარაძე დაინიშნა.

მან თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი იყო.