„ქართული ოცნების“ ე.წ ზონდერები უკვე აქტიურად და უხეშად ერევიან „ლელოს“ საარჩევნო კამპანიაში,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გუშინ იმართებოდა პარტიის წევრებთან და ამომრჩეველთან შეხვედრა, სადაც წარადგინეს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი – ალეკო ახვლედიანი, თუმცა ღონისძიების დროს მოხდა პროვოკაცია, რომელიც ხაზარაზის თქმით, დაგეგმილი იყო „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ.
„ჩვენ გავაკეთეთ თითოეული მათგანის იდენტიფიკაცია და ახლა მინდა წარმოდგიდგინოთ, ის ადამიანები რომლებიც ჩვენი დაფიანსნების ხარჯზე უწყობენ სხვა პარტიებს, ამ შემთხვევეში „ლელოს“ პროვოკაციას.
ეს ადამიანები არიან სხვადსხვა აიპ-ის თანამშრომლები, ეს ადამიaნები გუშინ ძალიან უხეშად შემოვარდნენ ჩვენ ლოკაციაზე, ესენი არიან: მადონა მაქაცარია – ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან; როლანდ მაქაცარია – სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელი; ჯაბა შენგელია – კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი; ვაკო ზარანდია- „ოცნების მხარდამჭერი“; დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები და ა.შ.
ჩვენ არცერთ ასეთ შემთხვევას არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე. მე ვარ ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის შემავსებელი ამ ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმაბლობაში, ეს თანხა იხარჯება იმისათვის რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს ის ჩვენი პარტიის საარჩევნო კამპანიის ჩაშლისთვის, არ გამოგივათ არც შეშინება, არც ხელშეშლა“,- განაცხადა ხაზარაძემ.