ოდესაში რუსეთმა სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო დაბომბა

პუბლიკა

ოდესაში რუსეთმა სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო დაბომბა. უკრაინული მედიის ცნობით, არის მსხვერპლი და დაშავებულები. BBC-ის ცნობით,  ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც BBC წერს, გამოყენებული რაკეტები შესაძლოა საბჭოთა პერიოდის იყო. აფეთქება ადგილობრივი დროით 22:30 საათზე მოხდა.