უკრაინის ქალაქ ოდესაში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 14-ს მიაღწია. დაშავებულია 46 ადამიანი.
რუსეთმა საჰაერო იერიში ოდესაში სამოქალაქო დასახლების ადგილებზე 15 მარტს, გამთენიისას მიიტანა.
ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამხედრო ექიმიც.
„სამწუხაროდ, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედრო ექიმი და სახელმწიფო საგანგებო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც პირველი აფეთქების ადგილზე დახმარების გასაწევად მივიდა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.
ადამიანური მსხვერპლის გარდა, დაზიანდა 10 კერძო სახლი. ბომბი მოხვდა რამდენიმე მცირე ბიზნეს-ობიექტს, ასევე, გაზსადენსა და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანას. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები გაზსადენსა და ერთ-ერთ სახლში ხანძრის აღსაკვეთად.