უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 თვის ბავშვი. დაჭრილია 18 ადამიანი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
„უკრაინის 5 მოქალაქე ემსხვერპლა და 18 დაიჭრა, ეს ვინც ნაპოვნი იქნა. სავარაუდოდ, მსხვერპლი მეტია“, – განაცხადა ანდრი იერმაკმა.
CNN-ის ცნობით, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ რუსებმა ოდესაში სულ მცირე ექვსი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს.
აფეთქბების ხმა სხვადასხვა რაიონში გაისმა. BBC-ის ცნობით, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსებიც.
ოდესაზე თავდასხმა სოციალურ ქსელში დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ
„ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის ერთადერთი მიზანი ტერორია“, – დაწერა მან.
The only aim of Russian missile strikes on Odesa is terror. Russia must be designated a state sponsor of terrorism and treated accordingly. No business, no contacts, no cultural projects. We need a wall between civilization and barbarians striking peaceful cities with missiles.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 23, 2022