დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორი, მარია ტელალიანი ივანიშვილის FARA-ზე „ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვას პასუხს და ამბობს, რომ ამერიკული FARA-სგან განსხვავებით საქართველოში ამ კანონს დამცავი მექანიზმი არ აქვს.
ტელალიანის თქმით, კანონი ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სათანადო და ეფექტურ მუშაობაზე.
„თქვენ ახსენეთ აშშ-ის FARA-ს კანონმდებლობა. ძალიან ხშირად მესმის ეს არგუმენტი, რომ ქართული FARA აშშ-ის FARA-ს ზუსტი ასლია.
ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევისწავლეთ FARA-ს შესახებ კანონმდებლობა აშშ-ში და მინდა ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა დამცავი მექანიზმი არსებობს, მაშინ როდესაც საქართველოს შემთხვევაში, მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ამჟამად ხორციელდება, გასული წლის კანონმდებლობასთან ერთად, რომელიც ასევე ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს, გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სათანადო და ეფექტურ მუშაობაზე, ამცირებს იმ სივრცეს, რომელშიც ისინი მოქმედებენ“, – თქვა მარია ტელალიანმა.
ტელალიანის თქმით, კანონის მიღებამდე მათ ჰქონდათ საუბარი „ოცნებასთან“, რომ კანონი გადახედილიყო, თუმცა მისი მოთხოვნის მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს.
„ჩვენ რეალურად გვქონდა საუბარი საქართველოსთან ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ვთხოვეთ მათ, მოეთხოვათ ჩვენი დახმარება, იურიდიული დახმარება, რათა ეს კანონი მიღებამდე გადაეხედათ, რადგან ზუსტად ესაა ჩვენი მანდატი, ტექნიკურად დავეხმაროთ სახელმწიფოებს ისეთი კანონმდებლობის მიღებისას, რომელიც არ შეესაბამება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ვალდებულებებს.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მცდელობებისა და დახმარების ჩემი პირადი თხოვნის მიუხედავად, კანონმდებლობა საბოლოოდ მიიღეს“, – თქვა მარია ტელალიანმა.