ოდიშარია ენმ-ზე: თუ ეყოფოდათ სითამამე, მობრძანებულიყვნენ და დანახვებოდნენ ჭირისუფლებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „მოსაბეზრებელია მცდელობები, რომლის მიზანიც დანაშაულის გადაფარვაა“.

„თუ ვინმეს თქვენი პარტიიდან მობრძანება უნდოდა, მობრძანებულიყო აქ, თუ ეყოფოდათ გული და სითამამე და დანახვებოდნენ ჭირისუფლებს, რომელთაც განსაკუთრებული პრეტენზიები მათ მიმართ აქვთ. დანარჩენი, ომი დაიწყო 1802 წელს, ინტერვენცია მოხდა და მერე მოხდა ა.შ. და ა.შ. მოსაბეზრებელია თქვენი მცდელობები, რომ გადაფაროთ დანაშაული“ , – განაცხადა ოდიშარიამ. ოდიშარიამ მმართველი პარტიის სხვა წევრებთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს.