ოდიშარია მიგრაციაზე: მსოფლიო ამას ტრაგედიად აღარ აღიქვამს

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიგრაციულ სალდოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, მსოფლიოში დღეს მუშახელის გადინება ტრაგედიად აღარ აღიქმება.

მისივე თქმით, ამ საკითხის პრევენცია ეკონომიკური ზრდაა.

„ზოგადად, მსოფლიო ამას [მიგრაციას] ტრაგედიად აღარ აღიქვამს. ამის ერთადერთი პრევენცია და ალტერნატივა არის ცირკულარული, ლეგალური მიგრაცია.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა თუ არა და ამის ჩამოყალიბების კონტურები გამოსახა თუ არა, პირდაპირ დაიწყო მავნებლური დისკუსია იმის შესახებ, რომ აი, უბიძგებენ ადამიანებს საქართველოდან წასვლისკენ.

ბუნებრივია, ვის უხარია, როდესაც შრომისუნარიანი ახალგაზრდები მიბრძანდებიან სამუშაოდ… ადამიანს, რომელსაც ერთი და იგივე პროფესიაში საქართველოში, ეკონომიკიდან გამომდინარე, აქვს n ხელფასი, იქ კი აქვს 5n ხელფასი, როგორ შეიძლება აუკრძალო, რომ სადმე წავიდეს.

ამის პრევენცია არის ეკონომიკის ზრდა, ზუსტად ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გულს უკლავს ამ ადამიანებს [გულისხმობს ოპოზიციას]. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფაქტია და დღეს სახეზე გვაქვს”, – აღნიშნა ოდიშარიამ.