ოფიციალურად გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა - პორტლენდის მერი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში პორტლენდის მერმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და „კომენდანტის საათის“ დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. პოსტი თავად მერმა გამოაქვეყნა ტვიტერზე წარწერით: „მე ოფიციალურად გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა“.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ტედ ვილერმა ასევე ტვიტერის პირად გვერდზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა:

„შენობების დაწვით, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან, მოპარვით, ბიზნესის დაყაჩაღებით, მუქარით, ჟურნალისტებზე დამუქრებით, იმ დროს, როცა პანდემიის პირობებში ადამიანებმა ისედაც ყველაფერი დაკარგეს, ვერაფერს შეცვლით. ეს საზიზღრობაა“, – წერს მერი.


ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში მოჰყვა. მათ შორის ნიუ-იორკში, ლოს ანჯელესში, ჩიკაგოში, დენვერში, ჰიუსტონში, ლუისვილში, ფენიქსში, კოლუმბუსსა და მემფისიში.

შემთხვევა, რომელსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ორშაბათ საღამოს მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

ჰენეპინის ოლქის პროკურორმა, მაიკლ ფრიმენმა, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს ბრალი ორი მუხლით წაუყენამესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. შოვინი თეთრკანიანი ოფიცერია, რომელმაც შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას ფიზიკური ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც ფლოიდი გარდაიცვალა.