ოჯახების ძალადობრივი გამოსახლების პარალელურად პოლიციამ 17 ადამიანი დააკავა

პუბლიკა

თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას, სადაც პოლიციამ ძალადობრივად დაატოვებინა ოჯახებს სახლები, ჯამში 17 ადამიანი დააკავეს.

როგორც პუბლიკას შსს-ში უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებული.

ადგილზე ახლაც მობილიზებულია პოლიციის დანაყოფები. რჩებიან სახლიდან გამოძევებული ოჯახებიც. აღსრულების პოლიციას სახლებიდან მათი ნივთები გამოაქვს. დროდადრო სიტუაცია იძაბება და პოლიციელები მოქალაქეების დაკავებას იწყებენ.