საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
ამ კანონპროექტის მიხედვით, ოჯახის წევრის კატეგორია ფართოვდება და მას ემატება ცნება – ინტიმური პარტნიორი.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის“ კანონის მოქმედი რედაქციით, პრევენციული მექანიზმები (შემაკავებელი და დამცავი ორდერები) მხოლოდ მოძალადე ოჯახის წევრზე ვრცელდებოდა და მასში არ შედიოდა ინტიმური პარტნიორი.
ცვლილების მიხედვით, ამ კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრის განმარტებას დაემატა ინტიმური პარტნიორის კატეგორია.
„ინტიმური პარტნიორები – პირები, რომლებიც არ იმყოფებიან/იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არ ეწევიან/ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც მოიცავს რომანტიკულ ან/და სქესობრივ ურთიერთობას”, – განმარტებულია კანონპროექტში.
კანონპროექტისა და მასში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:
თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსი აუცილებელი აღარ იქნება – კანონპროექტი
14 აპრილი, 2022