ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 32 წლის მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 33 წლის მეუღლეს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.