შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში მოქალაქე ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.