შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ა. კახეთში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა მეუღლეს, 1975 წელს დაბადებულ ე.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეუაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.