„ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს„ – წერს Facebook-ზე „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა. მან სოფელ კარბალის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ფოტო და ვიდეოც გამოაქვეყნა.
დავით ქაცარავა წერს, რომ კადრები დღეს დილითაა გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ სოფელ კირბალის მთაზე მდებარე ეკლესიის კარი, სავარაუდოდ, თუნუქის ფირფიტითაა აჭედილი.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებელები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს.