საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.
შედეგად პირველიდან მეშვიდე სართულამდე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხოლო მე-7, მე-8 და მე-9 სართულების ნაწილი განადგურდა.
Unian-ის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. პირველადი ინფორმაციით არის მსხვერპლი, ჰოსპიტალიზებულია 2 ადამიანი.