რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური.
როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული.
რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება.
მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.
რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპანტებმა 5-ჯერ გაიტაცეს.