სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის აზოტმჟავის ავზზე რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს – ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ზე ავრცელებს.
გაიდაი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ დატოვონ სამალავები, რადგან აზოტმჟავა საშიშია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის, კანთან და ლორწოვან გარსებთან შეხებისას.
„მჟავის ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. მსუბუქი მოწამვლისას ვლინდება ბრონქიტის ნიშნები, თავბრუსხვევა, ძილიანობა; მძიმე მოწამვლით – ფილტვის შეშუპება. გამოიყენეთ გაზის ნიღბები აზოტის მჟავის ორთქლისგან დასაცავად“, -წერს გაიდაი.