ოკუპანტებმა ვინიცა დაბომბეს, მსხვერპლი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

პუბლიკა

UNIAN-ის ცნობით, უკრაინის ქალაქ ვინიცას ცენტრი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ქალაქის ცენტრში სამი რუსული რაკეტა მოხვდა შენობას, სადაც ოფისები იყო განთავსებული, დაზიანდა მიმდებარედ არსებული სახლები და ავტომობილები.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ 90-მა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს, მათგან 50 მძიმე მდგომარეობაშია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ვინიცას ცენტრი რუსებმა შავ ზღვაში განთავსებული წყალქვეშა ნავიდან დაბომბეს.