ოკუპანტი ჯარის დანაკარგი 19 ათასამდე გაიზარდა - უკრაინის გენშტაბი

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების დანაკარგის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან 8 აპრილამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 19 ათას სამხედრომდე გაიზარდა, ასევე:

ტანკი ‒ 700;

საბრძოლო ჯავშანმანქანა ‒ 1 891;

საარტილერიო სისტემა ‒ 333;

MLRS ‒ 108

ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები ‒ 55

საჰაერო ხომალდი ‒ 150

ვერტმფრენი ‒ 135

მანქანა ‒ 1361

საზღვაო ხომალდი, კატერი ‒ 7

საწვავის ავზი ‒ 76

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ‒ 112

სპეცტექნიკა ‒ 25

მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ‒ 4.

გენშტაბის ცნობით, მონაცემები ზუსტდება, გამოთვლას ბრძოლის ინტენსივობა ართულებს.