ოკუპირებულ აფხაზეთში „დივერსიულ ჯგუფებს" ეძებენ

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში მომუშავე ტელეგრამ არხის, Апсны.Иахьа-ს ინფორმაციით, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები გულირიფშის სოფელ აზანთაში „დივერსიულ ჯგუფებს ეძებენ”.

ისინი „ინფორმაციას ამოწმებდნენ და მთელი ღამის განმავლობაში ასუფთავებდნენ ტერიტორიას”.

Апсны.Иахьа წერს, რომ სამუშაოებში ჩართულები იყვნენ როგორც ქვეითები, ისე ავიაცია.

„ძებნა” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბას ხელმძღვანელობით, ე.წ შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი, ე.წ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბესლან ცვიჟბა და ე.წ სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე თემურ აჰიბა მონაწილეობდნენ.

ამასთან, ე.წ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დივერსიული ჯგუფი არ აღმოუჩენიათ. ძებნა გრძელდება.