ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთიდან წუხელ ღამით ზუგდიდში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ზუგდიდში გვაქვს კორონავირუსის მეორე დადასტურებული შემთხვევა. ესაა ჩვენი მოქალაქე, რომელიც მოსკოვიდან ჩაფრინდა ადლერში, შემდეგ ავტომობილით მოვიდა სოფელ საბერიოში და შემდგომ ამ სოფლიდან ჩვენი მედიკოსების მიერ  გადმოყვანილ იქნა სასწრაფო დახმარების მანქანით. ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის”, – აცხადებს მოწერელია.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. მათ შორის გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მან 20-ს მიაღწია.

ვებგვერდის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5 114, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.