ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანიას ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებს. ის მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-დან 10 დღემდე დარჩება, „როგორც ჩვეულებრივ მისი ვიზიტები გრძელდება ხოლმე“, – წერს რუსული მედია.