ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა. მისი პრესსამსახურის განცხადებით, ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოში“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური.
ასლან ბჟანია მოსოვში თებერვალშიც იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მაშინ ის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს ალექსანდრ ნოვაკსა და ეკონომიკის მინისტრს მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა, რომლებთანაც ენერგეტიკის საკითხებზე ისაუბრა.
ასლან ბჟანია თებერვალში მინსკსაც ეწვია და ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვდა.