ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შამბა დღეიდან ტოვებს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს.
სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქამდე ორჯერ იყო. ის საგარეო უწყებას 1997 წლიდან 2004 წლის ივლისამდე და 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა. ახლა კი ოკუპირებულ აფხაზეთში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ინალ არძინბას შეცვლის.