მოლაპარაკების საგანია გარკვეული პერიოდის შემდეგ საზღვარგარეთ კორონავირუსით გარდცვლილთა გადმოსვენება - ზალკანიანი

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, ბევრი ქვეყანა არ იძლევა covid-ით გარდაცვლილთა გადასვენების ნებართვას და ამ კუთხით მკაცრი პროტოკოლები აქვთ, რომლებიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. თუმცა, უწყება  ქვეყნებთან მუშაობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გარდაცვლილების გადმოსვენება მოხდეს, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმო ამის ნებართვას გასცემს.

„ამ კუთხით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ყველა ქვეყანას თავისი პროტოკოლი აქვს. ძალიან მკაცრი პროტოკოლებია, რომლებიც შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ბუნებრივია, ყველა ქვეყანასთან ორმხრივად ვმუშაობთ გადმოსვენების პროცესთან დაკავშირებით. ბევრი ქვეყანა არ იძლევა კოვიდით გარდაცვლილთა გადასვენების ნებართვას. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვეხმარებით ოჯახებს, რომ ადგილზე მოხდეს მათი დაკრძალვა. თუმცა ასევე, მოლაპარაკების საგანია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვცემს ნებართვას და იმ ქვეყნის მხრიდან, სადაც არიან გარდაცვლილები, იქნება მზაობა, ჩვენ ტრანსპორტირებას და გადმოსვენებასაც განვახორციელებთ“, – განაცხადა ზალკალიანმა