ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პუბლიკა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანტონ პლესნოიმ, რომელიც 96 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლესნოის გამარჯვებამ საქართველოს მე-5 მედალი მოუტანა.

4 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მედროშე, 2018 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 109 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს – ორქროს მედალი ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლს ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა.