ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს ფედერაციებს, გააუქმონ სპორტული ღონისძიებები რუსეთსა და ბელარუსში

პუბლიკა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სპორტის ფედერაციებს, გადაიტანონ ან გააუქმონ თავიანთი სპორტული ღონისძიებები, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსშია დაგეგმილი.

როგორც კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთმა და ბელარუსმა ოლიმპიური შეთანხმება დაარღვიეს და პრიორიტეტი მიანიჭონ სპორტსმენების უსაფრთხოებას.

კომიტეტში ასევე ამბობენ, რომ თავად IOC-ს არ აქვს დაგეგმილი ღონისძიებები რუსეთსა და ბელარუსში.