2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ერთი წლით გადაიდოს – ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა დიკ პაუნდმა განაცხადა.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელთ არსებული ინფორმაციით, ღონისძიების გადადება უკვე გადაწყვეტილია“, – განაცხადა პაუნდმა USA today-სთან. მისივე თქმით, დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ოლიმპიადა 24 ივლისს არ დაიწყება.
ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტმა გადაწყვეტილების მისაღებად 4 კვირა ითხოვა, თუმცა პაუნდი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას უფრო მალე გაასაჯაროვებენ.
ავსტრალიამ და კანადამ უკვე ოფიციალურად თქვეს უარი ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.