ომბუდსმენი: აქციებზე დაკავებული 180 პირი მოვინახულეთ, 93 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა

პუბლიკა

სახალხო დამცველის ცნობით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში ომბუდსმენის რწმუნებულებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათგან 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

„71-მა პირმა ითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება,” – ნათქვამია განცხადებაში.