„ომბუდსმენი გადმოსცემს იმას, რაც მას სააკაშვილმა უამბო. ეს არ ნიშნავს, რომ ეს უდავო ჭეშმარიტებაა“ - სარჯველაძე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთ იქნება დაცული იქ, სადაც ახლა იმყოფება.

„არ მგონია, ვითარება ამ შემთხვევაში ისე იყოს, როგორც ოპოზიცია ცდილობს, რომ წარმოაჩინოს.
სახალხო დამცველი გადმოსცემს იმას, რაც მას სააკაშვილმა უამბო. ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

მგონი, საკითხს ასე უნდა მივუდგეთ და შევაფასოთ, რა არის ტყუილი, რა – მართალი. ერთი პირის განცხადება, რომელიც შეიძლება ფაქტების ახსნასთან დაკავშირებით მიკერძოებული იყოს, ჭეშმარიტებას არ განაპირობებს.

ამას შემოწმება სჭირდება და თუ დარღვევა არსებობს, რასაკვირველია, რეაგირება მოჰყვება. უნდა გვქონდეს მეტი მტკიცებულება, რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ. არ მომწონს, როცა გვაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი და არგუმენტებს ამის მიხედვით ვიღებთ ან არ ვიღებთ. ასე არ შეიძლება.

თქვენ მართლა დარწმუნებული ხართ, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი პატიმართა შეურაცხმყოფელი განცხადებები პალატაში მართლა ისმის? – მარტივად შემოწმებადია პალატაში ხმაური ისმის თუ არა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


მელიას თქმით, დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება