ომბუდსმენი პირადობებზე: მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება

პუბლიკა

სახალხო დამცველი ეხმაურება მედიით, სოციალური ქსელებითა და ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

„საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატს ცხელ ხაზზე – 1481“, – წერია განცხადებაში.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.