ომბუდსმენი სტრასბურგს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართოს.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სტრასბურგი თანხმდება, სახალხო დამცველს რთავს საქმეებში მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოპოვებულ ინფორმაცია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთან N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევიდა.

სახალხო დამცველი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან:

  • გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგო წულაძე – ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი