ომბუდსმენის აპარატი საგანგებო რეჟიმზეა, შშმ პირთა სხდომა გადაიდო იანვარში - საპახუსო განცხადება

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრების განცხადებას და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის პარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული და რომ სხდომა იანვრის პირველი ნახევრისთვის გადაიდო.

შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დღეს განცხადება გაავრცელეს და ომბუდსმენს მიმართეს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სხდომა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შშმ პირთა უფლებათა ჭრილში განიხილავენ.

„სახალხო დამცველმა გააუქმა დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, მივლინებები და შეხვედრები. ასევე, რამდენჯერმე გადაიდო ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს სხდომაც.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს განემარტათ, რომ რიგი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, დეკემბერში დაგეგმილ სხდომაში შესაძლოა სახალხო დამცველმა ვერ შეძლოს მონაწილეობა, შესაბამისად, სხდომა გადაიდო იანვრის პირველი ნახევრისთვის. აღნიშნულის იმგვარად წარმოჩენა რომ სახალხო დამცველი აჭიანურებს შშმ პირთა საკონსულტაციო შეხვედრის ჩატარებას, საკითხის მცდარი ინტერპრეტაციაა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სხდომის გადადება გამოწვეული იყო მხოლოდ შექმნილი მდგომარეობით და არ ისახავს მიზნად საბჭოს მუშაობისა და შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის რაიმე ფორმით შეფერხებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.