ომბუდსმენის შეფასებით, აჭარის მაუწყებლის 3 თანამშომელთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკანონოა

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ასაჯაროებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოდან გათავისულფლებული შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის საქმეებზე 2020 წლის 24 აპრილს გამოსცა.

EMC-ის შეფასებით:

  • მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მის ვრცელ რეკომენდაციაში არსებითად იზიარებს იმ სამართლებრივ დასაბუთებას და არგუმენტაციას, რომელიც  სამივე საქმეზე სასამართლოში უკვე გაგზავნილ სარჩელებში წარმოდგენილია EMC-ს მიერ.
  • EMC რეკომენდაციის ტექსტს სასამართლოს მალევე გაუზიარებს და ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის სამართლებრივი ინტერესების და უფლებების დაცვის პროცესს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2020 წლის 19 თებერვალი აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მოჩვენებითი რეორგანიზაციის პროცესით საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან რადიოს მიმართულებაში გადაიყვანა და ამ გზით სარედაქციო პოლიტიკაზე მისი გავლენები შეასუსტა. მალევე, 2020 წლის 28 თებერვალს კი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა სამსახურიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, ხოლო 2020 წლის 13 მარტს – წამყვანი თეონა ბაკურიძე. მათ ინტერესებს სასამართლოში EMC იცავს.

სამივე საქმეზე სახალხო დამცველის შეფასების მოკლე მიმოხილვა